გალავნის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბი წარმატებული მუშაობის გამო განათლების სამინისტროს რჩეული გახდა
მცხეთის მუნიციპალიტეტის გალავნის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითმა კლუბმა „მართვემ“ 2018-2019 სასწავლო წელი წარმატებით განვლო. სკოლის წარმომადგენლის ცნობით, წარმატებული მუშაობის გამო კი კლუბი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რჩეული გახდა და „მწვანე ბიბლიოთეკით“ დაჯილდოვდა, რომელიც 14 ოქტომბერს მწვანე ოთახში დამონტაჟდა.კლუბს კვლავაც მრავალი გარემოსდაცვითი აქტივობა აქვს დაგეგმილი.
რაც შეეხება 2018-2019 სასწავლო წლის „მართვეს“ აქტივობებს:
- 120 გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელა, აქედან 19 დასუფთავების და 8 გამწვანების აქცია;
- მოაწყო ინფორმაციული შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან, თემთან და გარემოსდაცვითი სამსახურის სპეციალისტებთან;
- ჩაატარა ღია გაკვეთილები, ლაშქრობები და ექსკურსიები;
კლუბის ხელმძღვანელი ციცინო რომელაშვილი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები