
დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლემ ნიკუშა ბერიშვილმა „კინგსის“ ქართული ენის ოლიმპიადის 2019 წლის გაზაფხულის სეზონის ფინალურ ტურში პირველი ხარისხის დიპლომი მოიპოვა. (სკოლის გულშემატკივრებისთვის ისიც ცნობილია, რომ ნიკუშამ გასულ სასწავლო წელს მათემატიკის „კინგსის“ ოლიმპიადის პირველ ტურში 100-დან 100 ქულა მიიღო.)
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ნიკუშას მშობლებს და ქართული ენის მასწავლებელს ნატო ნანავას.
იხილეთ ფოტო