ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები უფროსკლასელთა სატრენინგო პროგრამაში მონაწილეობდნენ
23-10-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები უფროსკლასელთა სატრენინგო პროგრამაში- წყალი, ადამიანის უფლებები და ადვოკატირება“ მონაწილეობდნენ.

19-20 ოქტომბერს, პროგრამის ფარგლებში ხოჯორნის სკოლის მოსწავლები, იდა ვერმისიანი, სეირან სიმონიანი, არმან ვერმიშიანი და ერიკ გრიგორიანი, ბულაჩაურის მწვანე ცენტრში მარნეულის, დმანისისა და ბოლნისის სკოლების მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდნენ.

სატრენინგო პროგრამა UNICEF-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების „ახალგაზრდები უკეთესი WaSH-სთვის“ (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) და „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გამოცხადდა.

„სკოლაში დაბრუნებულმა მოსწავლეებმა შთაბეჭდილებები და ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია როგორც თანატოლებს, ისე მასწავლებლებს გაუზიარეს და გადაწყვიტეს  WaSH-თან დაკავშირებული პრობლემების ადვოკატირება მათსავე სოფელში თავად განახორციელონ“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203