როკითის საჯარო სკოლაში სპორტის წრეებმა აქტიური მუშაობა დაიწყო
23-10-2019
ბაღდათის მუნიციპალიტეტის, როკითის საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან სპეციალური სამუშაო პროგრამით სპორტის (ფეხბურთი, ჭადრაკი, კალათბურთი, ფრენბურთი) წრეებმა აქტიური ფუნქციონირება დაიწყო.
წრეებს სპორტის მასწავლებელი ამირან ქორიძე ხელმძღვანელობს.
წრის მუშაობის მიზანი:
• მოსწავლეთა ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა-ჯანმრთელი თაობის აღზრდა; • მოსწავლეებისათვის ბავშვობის გახალისება; • ნიჭიერი სპორტსმენთა გამოვლენა; • სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია;
ფეხბურთის წრის პროგრამის განხორციელების მოსალოდნელი შედეგი
როგორც სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება სპორტისადმი, ჯანმრთელობის განმტკიცება, სიცოცხლისათვის აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევების ფორმირება და სრულყოფა, რაციონალური ტანადობის ჩამოყალიბება, პიროვნული თვისებების აღზრდა, ასევე განსაკუთრებული ნიჭის მოსწავლეების გამოვლენა და მათი დროული ჩართვა სპორტულ ცხოვრებაში. თითოეული მოსწავლე აითვისებს სასწავლო მასალას, შეძლებენ გამომუშავებული მოტორული უნარ-ჩვევების დამოუკიდებლად გამოყენებას. ამაღლდება მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა სპორტულ აქტივობებში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203