ნაქალაქარის საჯარო სკოლის მოსწავლე პერსონალური კომპიუტერით დაჯილდოვდა
23-10-2019

თიანეთის მუნიციპალიტეტის ნაქალაქარის საჯარო სკოლის მოსწავლე ლილიანა აქიმიშვილი „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში პერსონალური კომპიუტერით დაჯილდოვდა.

სკოლა ულოცავს წარჩინებულ მოსწავლეს და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203