ზედა განთიადის საჯარო სკოლაში გამომეტყველებითი კითხვის და გრამატიკის შემსწავლელი წრე აქტიურად მუშაობს
23-10-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზედა განთიადის საჯარო სკოლაში გამომეტყველებითი კითხვის და გრამატიკის შემსწავლელი წრის მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
წრეს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ნინო ფარტენაძე, ხელმძღვანელობს. მასწავლებელი წრის ფარგლებში მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო აქტივობებს ახორციელებს.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მოსწავლეები წრის მუშაობით კმაყოფილები არიან.