
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ფატმან კლდიაშვილი) აღმზრდელებს მასწავლებლის მსოფლიო დღე მიულოცეს.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ისინი სკოლის ეზოში ლამაზი ნომრებით - ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვით მოეფერნენ პედაგოგებს.
მასწავლებელთა პროფესიულ დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. 5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ იუნესკო-ს მიერ 1994 წელს დაწესდა. 1966 წლის 5 ოქტომბერს პარიზის მთავრობათა შორის კონფერენციაზე შეიქმნა პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც განათლების სფეროს მუშაკთა სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავდა. მასში გათვალისწინებული იყო მასწავლებელთა უფლება- მოვალეობები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი, სამუშაოზე აყვანისა და შრომის პირობების განმსაზღვრელი საერთაშორისო ნორმები. მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს მსოფლიოს 100–ზე მეტი ქვეყანა.
იხილეთ ფოტოები