ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ბიბლიოთეკაში პრაქტიკული გაკვეთილი ჩაუტარდათ
23-10-2019
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ინეზა პერანიძემ სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებთან პრაქტიკული გაკვეთილი ჩაატარა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, თემატური თავის - „წიგნი“ გავლის შემდეგ მოსწავლეები ბიბლიოთეკის მუშაობითა და წიგნების შერჩევის პრინციპით დაინტერესდნენ, შესაბამისად, მასწავლებელმა მათ პრაქტიკული გაკვეთილი სკოლის ბიბლიოთეკაში ჩაუტარა.

პრაქტიკული გაკვეთილი მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

„ბიბლიოთეკაში მოსწავლეები კატალოგსა და ჟანრების მიხედვით წიგნების თაროებზე განლაგებას გაეცნენ. ბიბლიოთეკარმა მათ დამატებითი ცნობები მიაწოდა, სასურველი წიგნი სწრაფად და ადვილად როგორ უნდა მიიღონ. ეს გაკვეთილი მათთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან ბიბლიოთეკით სარგებლობდნენ და დღეიდან იმ ფორმით, რასაც ბიბლიოთეკა ითვალისწინებს სასურველი ჟანრის წიგნებს გაიტანენ“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203