ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემაზე - „ცოდნა ანთებულ სანთელს ჰგავს“ პრეზენტაცია მოამზადეს
23-10-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემაზე - „ცოდნა ანთებულ სანთელს ჰგავს“ პრეზენტაცია მოამზადეს.
პრეზენტაცია სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ჩაატარეს.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მოსწავლეებმა პრეზენტაცია დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით მოამზადეს. მათ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ხელმძღვანელობდა.