წერეთლის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ჩვენ დავბრუნდებით“ გაიმართა
23-10-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის, წერეთლის საჯარო სკოლაში ღონისძიება სახელწოდებით - ,,ჩვენ დავბრუნდებით“ გაიმართა.

პედაგოგებმა და მოსწავლეებმა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ - სოხუმის დაცემის დღეზე ისაუბრეს და დოკუმენტური კადრები ნახეს.

ღონისძიება სკოლის თითოეული მოსწავლისთვის საინტერესო აღმოჩნდა.

27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 26 წელი შესრულდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203