კოჭბანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სერტიფიკატებით, სიგელებით და დიპლომებით საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ
23-10-2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კოჭბანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ინტელექტუალური და საგნობრივი ოლიმპიადების სერტიფიკატები, სიგელები და დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
კერძოდ, მათ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“, საგნობრივი ოლიმპიადა „კინგსისა“ და ოლიმპიადა „ევერესტის“ სერტიფიკატები, სიგელები და დიპლმები მიიღეს.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მოსწავლეები ძალიან გახარებული იყვნენ.
კოჭბანის საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს მიღწევებს და წარმატებებს უსურვებს მომავალში.