დაშბაშის საჯარო სკოლის მასწავლებელს ჟანარ კალაჩიანს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
23-10-2019
წალკის მუნიციპალიტეტის დაშბაშის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ჟანარ კალაჩიანმა მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა წარმატებით ჩააბარა და სტატუსი აიმაღლა.
„სკოლაში გვყავს 1 უფროსი მასწავლებელი. სკოლის დირექცია ულოცავს წარმატებას პედაგოგს და ვიმედოვნებთ, რომ მასწავლებლის ეს წარმატება მოსწავლეთა ცოდნის დონეზე აისახება. დირექცია ხელს შეუწყობს დანარჩენ პედაგოგებსაც, რათა მათაც შეძლონ სტატუსის ამაღლება“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.