
თელავის მუნიციპალიტეტის, ფშაველის საჯარო სკოლაში I - XII კლასის მოსწავლეებთან აქტუალურ თემაზე - „ქვეითო მოიხსენი ყურსასმენი!!! საუბარი გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის უფლებამოსილმა პირმა არჩილ ხუტუაშვილმა მოსწავლეებს ყურსასმენის არასათანადო ადგილზე გამოყენების შედეგად, გუშინ, დედაქალაქში მომხდარი 12 წლის მოზარდის ტრაგიკული ამბის შესახებ აცნობა.
მოსწავლეებს მიეცათ გაფრთხილება და რეკომენდაცია, არ გამოიყენონ ყურსასმენი ქვეითად სიარული დროს.