
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბორბალოს საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 179-ე წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების, ნინო დალაქიშვილისა და მაია დალაქიშვილის ორგანიზატორობით ჩატარდა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მწერლის ცხოვრების შესახებ საინტერესო დეტალები მოისმინეს.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ღონისძიება მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს გაიმართა.
იხილეთ ფოტოები