ძიმითის საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა
22-10-2019
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ძიმითის საჯარო სკოლა „მილენიუმის“ პროგრამის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და აღიჭურვა უახლესი ავეჯითა და ტექნიკით.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში ყველანაირი პირობაა სრულფასოვანი განათლების მისაღებად.

„ბედნიერებაა, როცა ახალ სასწავლო წელი ასეთ პირობებში იწყება, როგორც პედაგოგებისთვის და მოსწავლეებისთვის, ისე მშობლებისთვის. 2019 - 2020 სასწავლო წელი გამორჩეულად მნიშვნელოვანია ძიმთისთვის, რადგან აქ ყველანაირი პირობაა სრულფასოვანი განათლების მისაღებად.  ძიმითის საჯარო სკოლა ღირსეულ თაობას აღუზრდის ჩვენს ქვეყანას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203