წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ეკოკლუბის სხდომა ჩატარდა
22-10-2019

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა სკოლის ეკოკლუბ „ნიამორის“ მეორე სხდომა, რომელიც ხის დარგვისა და კლიმატის დაცვის საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა.

კლუბის ლიდერებმა დირექციასთან ერთად დარგეს მცენარეები, შემდეგ სკოლის დარბაზში შედგა სხდომა, რომელზეც კლუბის წევრების მიერ წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები და პლაკატები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია ეს ცვლილებები და რა უნდა გააკეთონ ამ ცვლილებების შესაჩერებლად.

სხდომას უძღვებოდა კლუბის ლიდერი XI კლასის მოსწავლე ანი ბენიძე, სხდომა გახსნა კლუბის კურატორმა ბიოლოგიის პედაგოგმა რუსუდან ჯიშკარიანმა.

„აღნიშნული აქტივობით სკოლამ კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა შვედი მოსწავლის გრეტა ტუნბერგის ინიციატივას კლიმატის გადასარჩენად და შესაბამისად მოსწავლეებში განვამტკიცეთ ეკოლოგიური წიგნიერება“, - ნათქვამია წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203