
თბილისის N108 საჯარო სკოლაში ფრენბურთში სასკოლო ტურნირი გაიმართა.
ტურნირში მე-9, მე-10 და მე-11 კლასები მონაწილეობდნენ. მონაწილეებს კლასელები და სკოლის მასწავლებლები გულშემატკივრობდნენ.
გამარჯვებულის ტიტული მე-9ბ კლასმა მოიპოვა, II ადგილზე მე-11ა კლასი გავიდა, III ადგილი კი მე-10ა კლასმა დაიკავა.
გამარჯვებული გუნდი სკოლის დირექციამ სიგელებით და მედლებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები