სავანის საჯარო სკოლის პედაგოგს ნატო ზეინკლიშვილს სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლის წოდება მიენიჭა
22-10-2019

საჩხერის მუნიციპალიტეტის სავანის საჯარო სკოლის პედაგოგს ნატო ზეინკლიშვილს 2018-2019 სასწავლო წლის სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები ნატო ზეინკლიშვილს ტიტულის მოპოვებას ულოცავენ.

„საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები ვულოცავთ ნატო ზეინკლიშვილს 2018-2019 სასწავლო წლის სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მოპოვებას, ვუსურვებთ კიდევ ბევრი წარმატებული სასწავლო წლები ყოფილიყოს მის ცხოვრებაში“, - ნათქვამია სავანის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203