
საჩხერის მუნიციპალიტეტის მახათაურის საჯარო სკოლაში ყოველი დილა სპორტული აქტივობით იწყება.
მოსწავლეები გაკვეთილების დაწყებამდე 20 წთ-ით ადრე გამამხნევებელ ვარჯიშებს ასრულებენ. მათ ფიზიკურ აღზრდას საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი გიორგი თურმანიძე ხელმძღვანელობს.
სპორტი ჩვეულებრივი სასწავლო დისციპლინაა და იგი ძირითადად ფიზიკურ აქტივობებს გულისხმობს, მოსწავლის სპორტით დაინტერესება მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ფიზიკური აღზრდა მნიშვნელოვანია მოზარდების ჯანმრთელობისთვის და მათი განვითარებისთვის
იხილეთ ფოტოები