კოჭბანის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მარიკა ფიცხელაურმა სტატუსი აიმაღლა
22-10-2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, კოჭბანის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მარიკა ფიცხელაურმა სტატუსი აიმაღლა.
პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
სკოლა მასწავლებელს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.