თბილისის N107 საჯარო სკოლის 12 მოსწავლე კომპიუტერებით დაჯილდოვდა
22-10-2019

თბილისის N107 საჯარო სკოლის 12 მოსწავლე (დამრიგებლები ლელა გამცემლიძე და მაია ნახუცრიშვილი), რომლებმაც წარმატებით დაძლიეს საბაზო საფეხური, „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდა.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

სკოლა მოსწვალეებს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203