
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისის ესთეტიკური ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტებში „საუკეთესო კალგრაფი“, „ჩემს გვარში რჩეულნი“.
გამარჯვებულმა მოსწავლეებმა მარიამ კუპატაძემ, თინათინ თავბერიძემ, ანი ანთიძემ, ლანა კუპატაძემ და თამარ თავბერიძემ მიიღეს პირველი ხარისხის დიპლომები.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეები ესთეტიკურ ცენტრში წიგნ „ალმანახის“ პრეზენტაციასა და დაჯილდოებაზე მიიწვიეს. მოსწავლეებს წიგნები წიგნის რედაქტორმა ლია ვაშაძემ გადასცა.
იხილეთ ფოტოები