
ჭიათურის მუნიციპალიტეტის, თაბაგრების საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა თამარ კვანტიძემ მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს გაკვეთილი პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმში ჩაუტარა.
გაკვეთილის თემა იყო - „გავიცნოთ პაოლო იაშვილის შემოქმედება”. საგაკვეთილო პროცესი საინტერესო აქტივობებით იყო დაგეგმილი, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული. განსაკუთრებით საინტერესო იყო „პერსონაჟის სკამი“, სადაც მოსწავლეებმა პერსონაჟს „პაოლო იაშვილს“ საინტერესო კითხვები დაუსვეს.
პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელმა თაბაგრების სკოლის დირექციას, პედაგოგებს და მოსწავლეებს საინტერესო დღისთვის მადლობა გადაუხადა.
იხილეთ ფოტოები