
პროექტის - „მოვიარე საქართველო“ ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები თეძამის ხეობას ესტუმრნენ.
მათ ერთაწმინდის, რკონის და ქვათახევის სამონასტრო კომპლექსები მოინახულეს. მოსწავლეები ბუნების შესანიშნავი პეიზაჟებით მოიხიბლნენ და თეძამის ხეობასთან ფოტოები გადაიღეს.
გთავაზობთ მათი თვალით დანახულ თეძამის ხეობის ულამაზეს ფოტოებს.