ჯანდარას საჯარო სკოლაში სტატისტიკის შესახებ მათემატიკის მასწავლებელმა ღია გაკვეთილი ჩაატარა
22-10-2019
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჯანდარას საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებელმა, ზაროშან ალაზოვამ XI კლასში სტატისტიკის შესახებ ღია გაკვეთილი ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, გაკვეთილი საინტერესო და მიზანზე ორიენტირებული გამოვიდა.
მოსწავლეთა ჩართულობა მთელი გაკვეთილის განმავლობაში გრძელდებოდა. საკლასო გარემო მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის იყო კეთილგანწყობილი. მასწავლებელმა გაკვეთილის გეგმით დასახულ მიზანს მიაღწია.