
მარტვილის N2 საჯარო სკოლაში პროექტი „ძალა ერთობაშია“ განხორციელდა. პროექტს 1-ლი კლასის პედაგოგი იზოლდა ხუნწელია ხელმძღვანელობდა.
პროექტი გამოფენით დასრულდა.
„რამდენადაც სულ ერთი თვეა, რაც პირველი კლასი ჩავიბარე, საგაკვეთილო პროცესი 35-წუთიანია და არასაგაკვეთილო დრო საკმაოდ მქონდა, გადავწყვიტე მიზნობრივად გამომეყენებინა იგი და გამეგო, თუ რა შემოქმედებითი უნარ-ჩვევები ჰქონოდათ ჩემს მოსწავლეებს. ამ მიმართულებით შევეცადე ჩემი წინა ორი კლასის იმ მოსწავლეების ცოდნა და გამოცდილება გამომეყენებინა, რომლებიც ამა თუ იმ მიმართულებით არაერთ კონკურსში იყვნენ გამარჯვებულნი, სოციალური ადაპტაციის მიზნით ჩამერთო ისინი პროექტში „ძალა ერთობაშია“. პროექტი გამოფენით დასრულდა. მადლობას ვუხდი პროექტში ჩართულ თითოეულ მოსწავლეს, მშობლებს და სკოლას“ - ნათქვამია მარტვილის N2 საჯარო სკოლის პედაგოგ იზოლდა ხუნწელიას მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები