
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერჯევის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი სოფიო გელბახიანი რაიონში წლის საუკეთესო ინგლისური ენის მასწავლებლად დასახელდა.
სკოლის დირექცია სოფიო გელბახიანს წლის საუკეთესო ინგლისური ენის მასწავლებლის სტატუსს ულოცავს.
“ვულოცავთ სოფოს ამ დიდ წარმატებას. ვუსურვებთ, კიდევ დიდხანს ეტარებინოს საუკეთესო მასწავლებლის ტიტული და თავისი ცოდნა და ენერგია დაუღალავად მოახმაროს მომავალი თაობის აღზრდას”,- ნათქვამია მერჯევის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.