განთიადის საჯარო სკოლის პედაგოგები რომან ცეცხლაძე და ხათუნა მხეიძე წარმატებული საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ
22-10-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განთიადის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი რომან ცეცხლაძე და რუსული ენის მასწავლებელი ხათუნა მხეიძე, როგორც წარმატებული პედაგოგები დაჯილდოვდნენ.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღის ფარგელბში გამართულ ღონისძიებაზე „მღერიან და ხუმრობენ მასწავლებლები“ წარმატებული საქმიანობისთვის სიგელები და ფასიანი საჩუქრები სულ 35 მასწავლებელს გადაეცა.

ღონისძიებაში განთიადის საჯარო სკოლის მუსიკისა და ქართული ენის მასწავლებლები ხატია დევაძე და ნათია მახარაძე მონაწილეობდნენ.

„ხატვის სახალისო კონკურსში თავისი კრეატიული ნამუშევრით ნათია მახარაძემ გაიმარჯვა. ჟიურიმ მას ფასიანი საჩუქარი გადაეცა. მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის დირექტორს ქალბატონ ლამარა კოხრეიძესა და მოადგილე ქეთევან კომახიძეს მასწავლებლის დღის გალამაზებისათვის, ასევე, ხელვაჩაურის მერიასა და რესურსცენტრს ღონისძიების ორგანიზებისა და დაუვიწყარი საღამოს ჩუქებისათვის“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მასწავლებლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სპეციალური საღამო მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებითა და ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მას 200-ზე მეტი მასწავლებელი ესწრებოდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203