ხორენიის საჯარო სკოლაში 26 ოქტომბერს „სკოლის დღეს“ აღნიშნავენ
22-10-2019
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხორენიის საჯარო სკოლაში 26 ოქტომბერს „სკოლის დღეს“ აღნიშნავენ.

ამ დღის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე ქართული და სომხური ნაციონალური მუსიკალური ნომრები შესრულდება.

„ხორენიის საჯარო სკოლის დირექციამ, სამეურვეო საბჭომ და დისციპლინურმა კომიტეტმა გადაწყვიტეს, რომ 26 ოქტომბერს მოეწყოს სკოლის დღე, რომელიც ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო კვირას აღინიშნება. ამ დღეს ღონისძიებებში მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებიც მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიებაზე იქნება ქართულ და სომხურ ნაციონალური ცეკვები, ლექსები და სიმღერები“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

მისივე განცხადებით, ფოტო- გამოფენაც მოეწყობა, რომელზეც სკოლის ისტორია იქნება ასახული.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203