საგურამოს საჯარო სკოლას მცხეთის მერის წარმომადგენელი და საკრებულოს დეპუტატი სტუმრობდნენ
22-10-2019

მცხეთის მუნიციპალიტეტის, საგურამოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი საგურამოში, გელა უნდილაშვილი და საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრე ორუჯაშვილი ესტუმრნენ. მათ მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და დაწყებითი კლასის მოსწავლეებს საჩუქრები გადასცეს.

სკოლა სტუმრებს მადლობას უხდის. 

„ბავშვების სიხარული უსაზღვრო იყო, დიდი მადლობა მათ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203