ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ ჭადრაკის ტურნირზე საპრიზო ადგილი დაიკავა
22-10-2019
ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლემ, გიორგი იოსავამ, ჭადრაკის ტურნირზე, რვა წლის ჭაბუკთა შორის, მესამე ადგილი დაიკავა.
ტურნირის ორგანიზატორი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია იყო.
„გიორგი იოსავამ კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა. წარმატებებს ვუსურვებთ გიორგის და კიდევ ბევრჯერ ესახელებინოს სკოლა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.