წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების 179-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული იმართება
21-10-2019

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების 179-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული იმართება. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეული ამაღლებული განწყობით დაიწყო.

20 ოქტომბერს დაწყებითების კათედრის წევრები (ხელმძღვანელი ნინო ლობჯანიძე) დირექტორთან ერთად ყინწვისს, ზოვრეთსა და სარკინეთს ესტუმრნენ, მოილოცეს წმინდა ადგილები და ღმერთს სკოლისა და მოსწავლეების მომავალი შეავედრეს.

21 ოქტომბერს სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ საზეიმო ვითარებაში გახსნა დაწყებითების კათედრის კაბინეტი და მათ საჩუქრად გადასცა საინფორმაციო პლაკატები ბუნებაში I-IV და I-VI კლასებისათვის. ამავე დღეს გაკვეთილების შემდეგ გაიმართა ერთობლივი ხატვა I-IV კლასებში. მოსწავლეებმა  იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოების მიხედვით ნახატები შექმნეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...