მარტვილის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
21-10-2019
მარტვილის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით თემაზე - „ქვეყნად არცერთი ბრძენი არ იყო, მასწავლებელი არა ჰყოლოდა“ მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების შემდეგ მოსწავლეებმა ამავე სკოლის ყოფილი პედაგოგი ნორა ჭანტურია მოინახულეს და სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.

„ტრადიციად დავამკვიდრეთ ყოველი წლის ოქტომბრის თვეში მოვინახულოთ სკოლიდან წასული პენსიონერი მასწავლებლები და ერთი ლამაზი დღე ვაჩუქოთ მათ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

მე-2 კლასის დამრიგებელი ნატო ბირკაიაა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...