ახმეტის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესს აქტიურად მისდევენ, რაზეც მეტყველებს მათი წარმატებები სპორტულ ასპარეზზე.
მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს თბილიში ჩატარდა ღია პირველობა გოგონებს შორის ძიუდოში, სადაც ახმეტის N1 საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებმა მარიამ ნათელაურმა და ლიკა ნახუცრიშვილმა სხვადასხვა წონით კატეგორიებში პირველი ადგილი დაიკავეს.
სკოლა მოსწავლეებს ულოცავს გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები