ნამაშევის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი - „გავერთიანდეთ გარემოს დასაცავად“ განხორციელდა
21-10-2019

ხონის მუნიციპალიტეტის, ნამაშევის საჯარო სკოლაში, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ლალი ხვადაგიანის ხელმძღვანელობით, სოციალური პროექტი - „გავერთიანდეთ გარემოს დასაცავად“ განხორციელდა. 

 სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილებისა და მისი თანმდევი პროცესების შესახებ და მათი ჩართვა კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა განახორციელეს მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები - მოამზადეს პრეზენტაცია და ბუკლეტები, შემდგომ პრეზენტაცია წარუდგინეს თემსა და სასკოლო საზოგადოებას, სადაც მოხდა ბუკლეტების გავრცელება.

შეასრულეს ნახატები თემაზე - „გადავარჩინოთ მომავალი“ და გამოფინეს სკოლის ფოიეში. გაიმართა ასფალტზე ხატვაც. პროექტის ფარგლებში ფილმის - ,, გლობალური დათბობა და მისი სავალალო შედეგები კაცობრიობისთვის“ ჩვენება ჩატარდა. კინოჩვენების შემდეგ კი დისკუსია გაიმართა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...