მარტვილის მუნიციპალიტეტის, მუხურჩის საჯარო სკოლაში პროექტი - „უსაფრთხო ყოფაცხოვრება“ განხორციელდა.
პროექტი 23 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა და მასში III კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებში გამოიკვეთა ინტერესი საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებების და ბუნებაში არსებული შხამიანი მცენარეების არსებობის შესახებ, თუ რა დაზიანებები და შეგრძნებები შეიძლება გამოიწვიოს ამ ნივთიერებებმა და მცენარეებმა ადამიანზე, როგორ შეიძლება პრევენცია და პირველადი დახმარება.
„თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების გარეშე, ასევე ბუნებაში არსებობს შხამიანი მცენარეები, რომელთა არასწორმა გამოყენებამ და შეხებამ შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა, მოწამვლა, ტოქსიკური შეგრძნებები. პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეებს აუმაღლდათ ცოდნა საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებების თვისებების და მათ მიერ მიყენებული ზიანის შესახებ. ასევე ბუნებაში განარჩევენ და ამოიცნობენ შხამიან მცენარეებს, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ ადამიანის ჯანმრთელობას, დაიცავენ უსაფრთხოების წესებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროექტს პედაგოგი ნონა თოფურია ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები