
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საღანძილის საჯარო სკოლის ეკო-კლუბი „სარსარაკი“ (ხელმძღვანელი ეკა მესხი - გეოგრაფიის პედაგოგი) აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდულ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020“ და მთელ რიგ აქტივობებს ახორციელებს.
„ერთ-ერთი მათგანი არის სკოლებს შორის თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც კოლხეთის ეროვნულ პარკში დაიგეგმა ტური, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საღანძილის, ბაზალეთის, მარელისის, დაბის N2, კიცხის, ლეღვანის, ბორისა და ბორითის საჯარო სკოლები.
გარდა ადმინისტრაციის შენობისა და საგამოფენო სივრცისა, მოსწავლეებმა მოინახულეს პალიასტომის ტბა და მდინარე ფიჩორის ხეობა, ქალაქი ფოთის საკათედრო ტაძარი, ნიკო ნიკოლაძის მუზეუმი და ფოთის შუქურა, რომელიც დამზადებული და აწყობილია ინგლისელების მიერ.
ტური დაფინანსდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის მიერ“, - ნათქვამია საღანძილის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები