მარნეულის მუნიციპალიტეტის ახკერპის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ.
მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღე ორიგინალურად აღნიშნეს და დამსწრე საზოგადოების მოწონებაც დაიმსახურეს.
ბავშვთა დაცვის დღე ყოველწლიურად 1-ელ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ეს დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დაარსა. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ფოტოები