თბილისის N146 საჯარო სკოლის 8 მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდა
21-10-2019

თბილისის N146 საჯარო სკოლის 2018-2019 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებული 8 მოსწავლე, „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში, პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდა.

დაჯილდოვდნენ: ანი ლაკირბაია, თინათინ შავლაძე, ნიკა ლომსაძე, ანა თელიძე, მარიამ კუპრავა, ნინო ოთარაშვილი, ანი სახიაშვილი და თემურ ცუცქირიძე.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

სკოლა მოსწვალეებს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203