
თელავის ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის თელავის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის თელავის ტექნოპარკში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გასვლითი გაკვეთილი მოეწყო.
გასვლით გაკვეთილში V და VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ და მასწავლებლები - გულნაზი რინკიაშვილი და ლალი მესაბლიშვილი ხელმძღვანელობდნენ.
მოსწავლეებმა „ფაბლაბი“ დაათვალიერეს და მაღალტექნოლოგიურ დანადგარებზე მუშაობის პრინციპებს გაეცნენ.
მათ ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტარტაპის - VRex immersive-ის ვირტუალური რეალობის სათვალე გამოეცადათ და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ემოგზაურათ.
ვიზიტის მიზანი იყო ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია როგორ იქმნება ინოვაციური „სტარტაპი“, რა შესაძლებლობები არსებობს იმისთვის, რომ იდეა რეალობად აქციო და რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიებთან წვდომა აღნიშნულის მისაღწევად.
იხილეთ ფოტოები