ვალის N1 საჯარო სკოლის მე-6 და მე-9 კლასების მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიებზე იმყოფებოდნენ
21-10-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის, ვალის N1 საჯარო სკოლის მე-6 და მე-9 კლასების მოსწავლეები, პედაგოგების ხელმძღვანელობით, სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიებზე იმყოფებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ახალციხის რაბათის ციხე მოინახულეს. მათ ახალციხის მუზეუმში საინტერესო ექსპონატები დაათვალიერეს, რომელიც მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა მათთვის.
ასევე საინტერესო და შთამბეჭდავი ექსკურსია ჰქონდათ მე-9 კლასის მოსწავლეებს თბილისსა და მცხეთაში. მათ ჯერ საქართველოს ეროვნული მუზეუმი დაათვალიერეს, შემდეგ კი სვეტიცხოველი და დედათა მონასტერი.