თბილისის N107 საჯარო სკოლამ მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში I ადგილი მოიპოვა
21-10-2019

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ფესტივალი კრეათონი „თანამედროვე ბიბლიოთეკა“ გაიმართა.

ფესტივალში პირველი ადგილი თბილისის N107 საჯარო სკოლამ აიღო, რისთვისაც სიგელი და ჯილდო გადაეცა.

კრეათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შეიმუშავეს თანამედროვე ბიბლიოთეკის ინოვაციური იდეა/მოდელი და წარმოადგინეს პრეზენტაციების სახით.

გამარჯვებულ გუნდებს ბიბლიოთეკისგან და მხარდამჭერი ორგანიზაციებისგან გადაეცათ სპეციალური პრიზები, ხოლო ყველა პროექტის ყველა მონაწილესა და პედაგოგს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

კრეათონის ფარგლებში წარმოდგენილი თითოეული პროექტი მონაწილეების ჩართულობით განხორციელდება და დაინერგება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203