
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამარჯვების საჯარო სკოლაში „აი ია“-ს ღია გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილი პირველ კლასში ჩატარდა. კლასის ხელმძღვანელი კი ნუნუ გონაშვილი გახლავთ.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, გაკვეთილი საინტერესო და მიზანზე ორიენტირებული გამოვიდა.
მოსწავლეთა ჩართულობა მთელი გაკვეთილის განმავლობაში გრძელდებოდა. მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის საკლასო გარემო კეთილგანწყობილი იყო. მასწავლებელმა გაკვეთილის გეგმით დასახულ მიზანს მიაღწია.
იხილეთ ფოტოები