ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში დოკუმენტური ფილმის - „ამბავი თორმეტი სავანისა“ ჩვენება გაიმართა
21-10-2019
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მალხაზ ჩოხარაძის დოკუმენტური ფილმის - „ამბავი თორმეტი სავანისა“ ჩვენება გაიმართა.
ფილმში ასახულია კლარჯეთის „ათორმეტ სავანეთა“ მხარის წარსული და თანამედროვეობა; ქართველებისა და ქართული ენის მდგომარეობა ისტორიულ სამხრეთ საქართველოში - ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში.
ფილმის ჩვენებას საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.