ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში თემაზე - „თქვენი სიცოცხლე ჩვენთვის მნიშვნელოვანია“ შეხვედრა გაიმართა
21-10-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში „სადამრიგებლო კლასის საათის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

თემა გახლდათ - „თქვენი სიცოცხლე ჩვენთვის მნიშვნელოვანია“. შეხვედრას XI კლასის დამრიგებელი ვერიკო ობოლაძე უძღვებოდა.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, აღნიშნული აქტივობა სუიციდთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა.

ხელმძღვანელის ორგანიზებით, საუბარი საინტერესოდ წარიმართა. აქტივობის ფარგლებში, სუიციდის გამომწვევი მიზეზები და პრევენციის ხერხები განიხილეს. მოსწავლეებმა აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოსაზრებები გამოთქვეს.

ისტორიის, პედაგოგმა გალაქტიონ სვანიძემ ქრისტიანობაში, ისლამსა და ბუდიზმში თვითმკვლელობის საკითხზე ისაუბრა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203