გელათის საჯარო სკოლაში ბარაქიან შემოდგომას ღონისძიება - „ყვითელი ფოთლები“ მიუძღვნეს
21-10-2019
ტყიბულის მუნიციპალიტეტის, გელათის საჯარო სკოლაში ბარაქიან შემოდგომას კიდევ ერთი ლამაზი ზეიმი - „ყვითელი ფოთლები“ მიეძღვნა.
„ყვითელი ფოთლები“ დაწყებითი კლასების კათედრის ხელშეწყობით გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ პედაგოგები- ლია და ნათია იდაძეები.
შემოდგომის ზეიმში I - VI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიება სკოლის ეზოში გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ულამაზესი გარემო, ხილით სავსე კალათები, იმიტირებული რთველი და შესაბამის ფირმაში გამოწყობილი გოგო -ბიჭები საშემოდგომო, მხიარულ განწყობას ქმნიდნენ.
შესრულდა როგორც ხალხური, ასევე თანამედროვე სიმღერები და ცეკვები. მოსწავლეებმა გააცოცხლეს რამდენიმე მოთხრობის პერსონაჟი. „დაიწურა ყურძენი“, მომზადდა თათარა და ჩურჩხელა...