როკითის საჯარო სკოლის ოთხმა პედაგოგმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
21-10-2019

ბაღდათის მუნიციპალიტეტის როკითის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს.

კერძოდ კი ოთხმა პედაგოგმა ანა გიორგიძემ (ინგლისური ენის მასწავლებელი), ელისო ლაბაძემ (რუსული ენის მასწავლებელი), მარინა ხარძეიშვილმა (ბიოლოგიის მასწავლებელი) და მაია აბდალაძემ (ხელოვნების მასწავლებელი) წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.

სკოლა ულოცავს პედაგოგებს კარიერულ წინსვლას და უფრო მეტ წარმატებას უსურვებს.

„როკითის საჯარო სკოლაში დასაქმებული მასწავლებლები განუწყვეტლივ ზრუნავენ წინსვლისა და წარმატებისთვის. ამის მისაღწევად ისინი არ ზოგავენ დროსა და ენერგიას, იყენებენ თვიანთი შესაძლებლობის მაქსიმუმს და არასოდეს იღლებიან იშრომონ მომავალი თაობის უკეთესი მომავლის შექმნისაკენ მიმავალ გზაზე. როკითის სკოლის 22 მასწავლებლისგან 4 წამყვანი დანარჩენი კი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მატარებელია, რაც დიდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს“, - ნათქვამია როკითის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203