სკრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
21-10-2019
გორის მუნიციპალიტეტის, სკრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვაზე მუდმივად ზრუნავენ. ამჯერად მე-7 კლასელებმა მოინდომეს და, სათანადოდ აღჭურვილებმა, გაკვეთილების შემდეგ სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
„ისინი თავიანთი ნაშრომით კმაყოფილები დარჩნენ და მასწავლებლებისა და თანატოლების შექებაც დაიმსახურეს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.