ახალთერჯოლის საჯარო სკოლის მოსწავლეები სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
21-10-2019
თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ახალთერჯოლის საჯარო სკოლის მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლების ვარვარა აბჟანდაძის და ელისო კუპატაძის ხელმძღვანელობით, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, მცხეთაში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრნენ.