კვირიკეთის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანის სწავლა სადღესასწაულო განწყობით დაიწყეს
21-10-2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კვირიკეთის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანის სწავლა სადღესასწაულო განწყობით დაიწყეს.

სკოლა მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს, პირველი კლასის მასწავლებელს გუგული მახარაძეს კი - პროფესიულ წინსვლას.

„კიდევ ერთი დღესასწაული შედგა ჩვენი სკოლის კედლებში, პირველი დღესასწაული პირველკლასელთათვის, ანბანთან მიახლება, აი იას გაცნობა. გილოცავთ ჩვენო პატარებო, გისურვებთ წარმატებულ და ბედნიერ მომავალს. წარმატებებს და პროფესიულ წინსვლას ვუსურვებთ პირველი კლასის მასწავლებელს გუგული მახარაძეს“, - ნათქვამია კვირიკეთის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203